+995 32 2 432 432

მხარდაჭერა

მონტაჟი, გარანტია და ტექნიკური მომსახურება

მოწყობილობის ყიდვა სამუშაოს ნახევარია. მეორე ნახევარი — სწორი მონტაჟი და მომსახურება, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება.

1

უფასო კონსულტაცია

აღვწერთ ამოცანას ტელეფონით ან ადგილზე. ამ ეტაპზე უკვე ჩანს, რომელი კლასის მოწყობილობაა საჭირო.

2

ობიექტის გაზომვა

ვზომავთ ჭიშკრის წონას, სიგანეს, ელექტრომომარაგებას და გასასვლელის გეომეტრიას. ამის გარეშე ზუსტი შეთავაზება არ გამოდის.

3

შეთავაზება

იღებთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას: მოწყობილობა, აქსესუარები, სამონტაჟო სამუშაო და ვადა. ფარული პოზიციები არ გვაქვს.

4

მონტაჟი და გაშვება

ვამონტაჟებთ, ვაწყობთ პარამეტრებს და გიჩვენებთ მართვას. საგარანტიო ფურცელი და ინსტრუქცია გადმოგეცემათ ადგილზე.

5

მომსახურება

საგარანტიო და შემდგომი ტექნიკური მომსახურება. სათადარიგო ნაწილები მარაგშია, დაცდა არ გიწევთ.

ინსტრუქციები და კატალოგები

ჩამოტვირთვები

მონტაჟის ინსტრუქციები, ტექნიკური მახასიათებლების ფურცლები და კატალოგები. საჭირო დოკუმენტი ვერ იპოვეთ — მოგვწერეთ მოდელის დასახელება და გამოგიგზავნით.

მონტაჟის ინსტრუქციები

თითოეული სერიის სამონტაჟო სახელმძღვანელო და შეერთების სქემები.

მოთხოვნა →

ტექნიკური ფურცლები

ზომები, ძაბვა, მოხმარება და სამუშაო ციკლი მოდელების მიხედვით.

მოთხოვნა →

საგარანტიო პირობები

დაფარვის პირობები და მომსახურების რეგლამენტი კონკრეტული პროდუქტისა და შეთავაზების მიხედვით.

მოთხოვნა →

ხშირი კითხვები

რასაც ყველაზე ხშირად გვეკითხებიან

რამდენ ხანში სრულდება მონტაჟი?
კერძო ჭიშკრის სტანდარტული ავტომატიკა — ერთი სამუშაო დღე, თუ ელექტრომომარაგება უკვე გაყვანილია. შლაგბაუმი ან პარკინგის სისტემა — ორიდან ხუთ დღემდე, ობიექტის მიხედვით.
მუშაობს თუ არა ჭიშკარი დენის გათიშვისას?
ყველა ძრავს აქვს მექანიკური განბლოკვა გასაღებით — ჭიშკარი ხელით იხსნება. დამატებით შესაძლებელია სარეზერვო აკუმულატორის დაყენება, რომ ავტომატური რეჟიმი შენარჩუნდეს.
შეიძლება თუ არა არსებულ ჭიშკარზე ავტომატიკის დაყენება?
უმეტეს შემთხვევაში — დიახ. მნიშვნელოვანია ჭიშკრის მდგომარეობა: მოძრაობს თუ არა თავისუფლად ხელით, გასწორებულია თუ არა ბოძები და გამართულია თუ არა რელსი. ეს გაზომვისას მოწმდება.
როგორია საგარანტიო პირობები?
საგარანტიო პირობები დამოკიდებულია მოწყობილობის ტიპსა და შეთავაზებაზე. კონკრეტული პირობები მითითებულია შესაბამის შეთავაზებასა და საგარანტიო დოკუმენტში.
აქვს თუ არა ორიგინალობის დადასტურება?
GSC CAME-ის პარტნიორია საქართველოში. ჩვენი CAME პროდუქცია ორიგინალია; შესაბამის მოწყობილობას თან ახლავს ქარხნული დოკუმენტაცია.
ემსახურებით თუ არა თბილისის გარეთ?
დიახ, ვმუშაობთ საქართველოს მასშტაბით. რეგიონში გასვლის პირობები ობიექტის მოცულობაზეა დამოკიდებული — დაგვიკავშირდით დეტალებისთვის.

გაფუჭდა მოწყობილობა?

დაგვირეკეთ — ტექნიკური სამსახური სამუშაო საათებში პასუხობს, სათადარიგო ნაწილები მარაგშია.